04.05.2018

2018-2019 სასწავლო წელი


"94-ე საჯარო სკოლის მთელი კოლექტივის სახელით წამყვანი მასწავლებლის ღირსეულ სტატუსს ვულოცავ ქალბატონ ნარგიზ ქილიფთარს. ბევრი წარმატება ვუსურვოთ მას პედაგოგიურ საქმიანობაში". - 2018 წლის 25 სექტემბერს ამ სტატუსით მივიღე პირველი მილოცვა,, შრომის დაფასება და აღიარება მნიშვნელოვანი სტიმულია ყველა ადამიანისთვის. გზა პროფესიული ზრდის მიმართულებით გრძელდება მუდმივი განახლებით..





2017-2018 სასწავლო წლის დაწყებას გილოცავთ, კოლეგებო!
მოგეხსენებათ, ჩვენ ერთ-ერთი უძველესი პროფესიის წრმომადგენლები ვართ. პროფესიისა, რომელსაც ბევრი სირთულე და დიდი პასუხისმგებლობა ახლავს. არ მინდა ვისაუბრო იმაზე, თუ რა "ევალება" ან "უნდა შეეძლოს მასწავლებელს. ეს მძიმე და მსუბუქი ტვირთი ყველამ  თავისებურად შეიძლება ატაროს, აქ რეცეპტები არ არსებობს... მინდა ორი წერილი შემოგთავაზოთ. გაეცანით, "რა სურს მოსწავლეს" და "რა სურს მშობელს".... იქნებ ვინმეს სურვილი გაგიჩნდეთ დაწეროთ   ახალი წერილი, კომენტარი, თუ სხვა მოსაზრება..  ან კითხვაზე, "რა სურს მასწავლებელს?, პასუხი ჰქონდეს ვინმეს... კომენტარების ველში გელოდებით...
კაილ შვარცი - დაწყებითი კლასის პედაგოგი დენვერში, კოლორადოს შტატში. ერთხელ მან მოსწავლეებს მარტივი დავალება მისცა. სთხოვა, დაესრულებინა წინადადება - «მე მსურს, რომ ჩემმა მასწავლებელმა იცოდეს, რომ ...» რეზულტატი სიურპრიზი გამოდგა და მან სხვა თვალით შეხედა თავის მოსწავლეებს. 

მე მსურს, რომ ჩემმა მასწავლებელმა იცოდეს, როგორ ძლიერ მენატრება მამა. ის დეპორტირებული იქნა მექსიკაში, როცა 3 წლის ვიყავი და 6 წელია, რაც არ მინახავს.
მე მსურს, რომ ჩემმა მასწავლებელმა მისტერ კინგმა იცოდეს, რომ დედა უფრო ცუდად გახდა და ის წინა ღამეს საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მე მსურს, რომ ჩემმა მასწავლებელმა იცოდეს, რომ სახლში ფანქარი არა გვაქვს, საშინაო დავალება რომ შევასრულო.
მე მსურს, რომ ჩემმა მასწავლებელმა იცოდეს, რომ მეგობრები არა მყავს და არავის უნდა ჩემთან თამაში.
მე მსურს, რომ ჩემმა მასწავლებელმა იცოდეს, რომ შეიძლება დედაჩემს დიაგნოზი დაუსვან და სიმსივნე აღმოაჩნდეს...
მე მსურს, რომ ჩემმა მასწავლებელმა იცოდეს, არ მომწონს, როცა აღნიშნავს, რომ სხვა მოსწავეები საქმიანობენ, მე კი უნდა ვისწავლო, ის მე ვერ მამჩნევს.
მე მსურს, რომ ჩემმა მასწავლებელმა იცოდეს, ზოგჯერ ჩემს საშინაო დავალებას დედის ხელმოწერა აკლია, რადგან ის თითქმის ჩემ გვერდით არასდროს არის.
მე მსურს, რომ ჩემმა მასწავლებელმა იცოდეს, ართრიტი მაქვს და ამიტომ ამ შემიძლია ისე სწრაფად შევასრულო ყველაფერი, სხვა ბავშვები რომ აკეთებენ, მაგრამ მე ფარ-ხმალს არ ვყრი.
 ეს კი ცნობილი მშობელის წერილია:

ვიდრე ლინკოლნის შვილი სკოლაში სწავლას დაიწყებდა, აბრაამმა წერილი მისწერა მის მომავალ მასწავლებელს.
ძვირფასო მასწავლებელო! "ჩემი შვილი დღეს იწყებს სწავლას: მან აუცილებლად უნდა გაიგოს, რომ ყველა ადამიანი კეთილი არ არის, თუმცა ასევე მსურს იცოდეს, რომ ყოველი არამზადას უკან გმირი იმალება.
ასწავლეთ მას, რომ ყოველი მტრის წილ ერთი მეგობარია. ეს დიდ დროს მოითხოვს, ვიცი ასეა, მაგრამ მინდა ხვდებოდეს, რომ დოლარს რომელიც საკუთარი ოფლით გამოიმუშავა უფრო მეტი ფასი აქვს,ვიდრე 5 დოლარს, რომელიც შემთხვევით იპოვნა.
ასწავლეთ რა არის დამარცხება და უთხარით, რომ ისიამოვნოს გამარჯვებით.
გაათავისფლეთ შურისაგან და თუ შეძლებთ ასწავლეთ, გულწრფელი ღიმილი. ასწავლეთ წიგნების ფასი, მაგრამ ამავდროულად ბუნების სიყვარილიც შთააგონეთ -- ასწავლეთ დატკბეს ცაში მფრინავი ფრინველების ცქერით, ყვავილებისა და მწვანე მდელოების მზერით.
ასწავლეთ, რომ დამარცხება ბევრად უფრო ღირსეულია, ვიდრე ტყუილი და სითაღლითე. ასწავლეთ საკუთარი იდეების რწმენა, იმ შემთხვევაშიც კი თუ მათ სხვები არ ეთანხმებიან. ასწავლეთ იყოს კეთილი კეთილთა და მტკიცე მტკიცეთა მიმართ. ასწავლეთ ყველა ადამიანის მოსმენა... და ამასთან კარგისა და ცუდის გარჩევასაც მიაჩვიეთ.
თუ შეგიძლიათ, ასწავლეთ გაიცინოს როცა მოწყენილია და უთხარით,რომ ცრემლები სირცხვილი არაა. ასწავლეთ, როგორ შეიძლება გაყიდოს საკუთარი ინტელექტი და შესაძლებლობები, თუმცა ისიც შთააგონეთ, რომ სულისა და გულის გაყიდვა არ შეიძლება.
ასწავლეთ, თუმცა გულში ნუ ჩაიხუტებთ, გახსოვდეთ რომ მხოლოდ ცეცხლში იჭედება ფოლადი.
უთხარით ჰქონდეს საკუთარი თავის რწმენა და ადამიანთა მიმართ რწმენასაც არ დაკარგავს.
შეიძლება დიდი გამოწვევაა, მაგრამ მსურს დავინახო რა შეგიძლიათ, ის ხომ ასეთი კარგი ყმაწვილია - ჩემი საყვარელი შვილი!