1. ბიჰევიორიზმი
} ბიჰევიორიზმი ქცევას შეისწავლის;
} გარემო პირობების (სტიმულების)
ზეგავლენას ორგანიზმზე, რაც რეაქციებს იწვევს;
} სტიმული _ ნებისმიერი ცვლილება
ფიზიკურ გარემოში, რომელიც შეიძლება აღქმული იყოს გრძნობის ორგანოებით.
} რეაქცია - ფსიქიკური ან ორგანული პროცესი,
რომელიც სტიმულითაა გამოწვეული.
} განპირობება _ დასწავლის ტიპი,
როდესაც კავშირი მყარდება სტიმულსა და რეაქციას შორის.
} კლასიკური განპირობებულობა: ასევე
მოიხსენიება როგორც ,პირობით-რეფლექსური დასწავლა“,ვინაიდან მოიაზრებს პირობითი
რეფლექსის გამომუშავებას.
} თანდათან, ნეიტრალური (პირობითი)
სტიმული იწვევს ისეთივე (პირობით რეაქციას), რასაც ადრე იწვევდა პირველი სტიმული,
ანუ უპირობო სტიმული. მოცემული სტილის განპირობებულობა პირველად რუსმა ფიზიოლოგმა,
ივანე პავლოვმა აღწერა.
ბიჰევიორისტული თეორია
მასწავლებელზე ცენტრირებული თეორიაა, ანუ დირექტიული სწავლების თეორია. ისინი
სწავლების ორგანიზაციის პროცესში მთავარ
როლს ანიჭებენ მასწავლებელსა და ინფორმაციის გადაცემის ფორმას .
რეკომენდაცია პედაგოგთათვის:
} გაზარდოს კლასში დადებითი უპირობო სტიმულების
რაოდენობა,სიხშირე და ინტენსიობა;
} შეამციროს ნეგატიური უპირობო
სტიმულების რაოდენობა,სიხშირე და ინტენსიობა.
სწავლების ბიჰევიორისტული მიდგომა (სკინერი)
ბიჰევიორიზმის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენლის, ამერიკელი ფსიქოლოგის, ბ. ფ. სკინერის (Skinner,
1904-1990) მიხედვით, ადამიანის ქცევის ჩამოყალიბებაში გადამწყვეტი როლი ეკისრება გარე ფაქტორებს და იმ გამოცდილებას, რომელსაც იგი სოციალურ გარემოში იძენს. პიროვნული თავისებურებების მიუხედავად, ბავშვს შეუძლია ნებისმიერი ქცევის დასწავლა, თუ მას სათანადო განმტკიცება მოჰყვება. სკინერმა ექსპერიმენტის საფუძველზე დაადგინა, რომ ქცევის წარმატება/წარუმატებლობა განსაზღვრავს იმას, მოხდება თუ არა ამ ქცევის დასწავლა. სწავლის ამ ფორმას სკინერმა ინსტრუმენტული სწავლა უწოდა. ინსტრუმენტულ სწავლას საფუძვლად უდევს ორგანიზმის აქტიური მოქმედებები გარემოში. თუ რაიმე შემთხვევითი მოქმედება სასარგებლო აღმოჩნდება, მისი განმტკიცება ხდება მიღწეული შედეგით.
როგორც ცნობილია, ნებისმიერ ქცევას შეიძლება ჰქონდეს ან არ ჰქონდეს შედეგი. უშედეგო ქცევა თანდათან იკარგება, დავიწყებას ეძლევა. შედეგი შეიძლება ორი სახისა იყოს - სასიმოვნო და უსიამოვნო. სასიამოვნო შედეგის შემთხვევაში, ქცევის გამეორების ალბათობა იზრდება. რაც შეეხება უსიამოვნო შედეგს, იგი ამცირებს ქცევის ალბათობას, ანუ სწავლა არ ხორციელდება.
ქცევის მომავალში განხორციელების ალბათობა იზრდება არა მხოლოდ მაშინ, როდესაც ამ ქცევას სასიამოვნო შედეგები აქვს (დადებითი განმტკიცება), არამედ მაშინაც, როდესაც ქცევა საშუალებას აძლევს მოსწავლეს თავი აარიდოს უსიამოვნო შედეგს. ამრიგად, სწავლის ორი გზა არსებობს: ან სასიამოვნო შედეგი უნდა მოჰყვეს სასურველ ქცევას, ან ბოლო უნდა მოეღოს ამ ქცევის უსიამოვნო შედეგს.
მართალია, მიჩნეულია, რომ დასჯა ეფექტური მეთოდია გარკვეული ქცევის დასასწავლად, მაგრამ, სინამდვილეში, დასჯის გზით არასასურველი ქცევის აღმოფხვრას დიდი დრო სჭირდება. ამასთანავე, დასჯამ შეიძლება გამოიწვიოს ბავშვის ფსიქიკის დარღვევა, მისი ნევროტიზაცია.
ეს თეორია არ ითვალისწინებს ბავშვის პიროვნებას და მის ინდივიდუალურ თავისებურებებს და, ამ თვალსაზრისით, ნაკლოვანი და ცალმხრივია. თუმცა იგი მნიშვნელოვანია, რადგანაც აღწერს გარე ფაქტორების ზეგავლენით ახალი ჩვევების ჩამოყალიბების კანონზომიერებებს. კერძოდ, ეს თეორია გვასწავლის, რომ როგორც კი მოსწავლე რაიმე უნარს შეიძენს, მასწავლებელმა მას უნდა დაანახოს, რომ ეს უნარი სასარგებლოა. მაშასადამე, პედაგოგებმა ისე უნდა მოახდინონ სასწავლო პროცესის ორგანიზება, რომ განმტკიცება მოხდეს უშუალოდ სწავლის შემდეგ. სწავლის განმტკიცებას სკოლაში, ჩვეულებრივ, განაპირობებს რაიმე დავალების წარმატებით შესრულება. განმტკიცების კიდევ ერთი სახეა მასწავლებლის მიერ მოსწავლის შექება, წახალისება. აქედან გამომდინარე, ახლად ნასწავლი კიდევ უფრო განმტკიცდება, თუკი მასწავლებელი სწავლასთან დაკავშირებული ამოცანების სირთულეს შეუსაბამებს მოსწავლის შესაძლებლობებს. ეს მოსწავლეს უყალიბებს წარმატებაში დარწმუნებულობის, აგრეთვე, საკუთარი წარმატების მართლზომიერების განცდას. ამასთანავე, მასწავლებელს შეუძლია აგრძნობინოს და დაანახოს მოსწავლეს, რომ მას ძალიან სიამოვნებს, რომ მოსწავლე იყენებს ახლად შეძენილ უნარებს. რა თქმა უნდა, იდეალურ შემთხვევაში, განმტკიცების ეს ორი ფორმა ერთდროულად უნდა იყოს გამოყენებული.
2. ალბერტ ბანდურას სოციალურ_კოგნიტური თეორია
} სოციალური დასწავლა _ სოციალური
დასწავლა ხდება მიბაძვის გზით. მოცემულ პროცესს დაკვირვების, მიბაძვის გზით დასწავლასაც უწოდებენ;
} სწორედ სოციალური დასწავლისა და
მიბაძვის გზით ხდება გარკვეულ კულტურაში მეტყველების მანერის, ჩაცმისა თუ
ვარცხნილობის სტილის დამკვიდრება;
მოდელი-ეს შეიძლება იყოს როგორც ადამიანი, ისე სიმბოლური მოდელი: დაწერილი
ინსტრუქცია, ნახაზი, კომიქსები, ფილმისა და წიგნის გმირები.
} თუ დამკვირვებელი გარკვეულ სარგებელს ნახულობს მოდელის ქცევის გამეორებით;
} თუ მოდელის ქცევა დაჯილდოვდება (მაგ. გამოცდილი მსახიობისადმი მიძღვნილი
აპლოდისმენტები ზრდის ახალგაზრდა, დამწყები მსახიობისთვის მისი მიბაძვის
ალბათობას);
} თუ მოდელს მაღალი სოციალური სტატუსი აქვს;
} კომპეტენტურია, ძლიერია, ცნობილია
და ძალაუფლების მქონე;
} თუ მოდელი კეთილგანწყობილია დამკვირვებლის მიმართ;
} თუ მოდელის ქცევა სქესისთვის შესაფერისია (მაგ. გოგონებს იზიდავთ, მათი
შეფასებით, უფრო ქალური პროფესიები და არ
იზიდავთ მამაკაცური პროფესიები, მაგ. ინჟინერი, ქირურგი და სხვა).
ბანდურას აზრით, ადამიანის ფუნქციონირებას არ
განსაზღვრავს მხოლოდ გარეგანი ფაქტორები
და არც მხოლოდ შინაგანი. ადამიანის ფუნქციონირებას განსაზღვრავს პიროვნული
ფაქტორები (რწმენები, მოლოდინი, დამოკიდებულებები), გარემო და ქცევები, მათი
ურთიერთდამოკიდებულება. ყველა ეს ფაქტორი
გავლენას ახდენს ერთმანეთზე. ბანდურა ამ პროცესს ურთიერთდეტერმინიზმს უწოდებს.
კოგნიტური თეორიები
} კოგნიცია შემეცნებას ნიშნავს (ცოგნიტიონ).
კოგნიტივიზმი კი მიდგომაა,რომელიც შემეცნებისათვის საჭირო პროცესებს შეისწავლის:
აღქმას, მეხსიერებას, ყურადღებას, აზროვნებას.
} კოგნიტური თეორიები წარმოადგენს
კონსტრუქტივისტულ მიდგომას. კონსტრუქტივიზმი სწავლის პროცესში აქცენტს აკეთებს
მოსწავლეზე და არა მასწავლებელზე.
} კონსტრუქტივიზმი ეყრდნობა ჟ.პიაჟეს, ლ. ვიგოტსკის თეორიებს, სადაც
აქცენტი კეთდება გარკვეული ამოცანების გადაწყვეტის გზებზე, და ჯ. ბრუნერის
თეორიას, რომელიც განიხილავს სწავლას აღმოჩენების გზით.
1. ჟან პიაჟეს თეორია
} ჟ. პიაჟე
სწავლის, შემეცნების პროცესის მთავარ ფიგურად თვითონ მოსწავლეს, ბავშვს მოიაზრებს.
მოცემული თეორია გვიხსნის თუ როგორ ხდება ინფორმაციის გადამუშავება, მისგან აზრის
გამოტანა და შემდეგ მიღებული ცოდნის ორგანიზება;
} პიაჟეს მოსაზრების თანახმად ადამიანის
განვითარება არის ადაპტაციის პროცესი. ადაპტაციის უმაღლესი ფორმა არის შემეცნება.
შვეიცარიელი ფსიქოლოგი, რომელმაც შექმნა ბავშვის აზროვნების განვითარების ექსპერიმენტული კვლევის სკოლა. ალფრედ ბინეს ლაბორატორიაში მუშაობისას შეამჩნია, რომ ერთი ასაკის ბავშვები ერთნაირ ან მსგავს შეცდომებს უშვებდნენ დავალების შესრულებისას და გადაწყვიტა ეკვლია ის ფაქტორები, რომლებსაც გავლენა აქვთ აზროვნების პროცესებზე. მისი კვლევა “კოგნიტური განვითარების თეორია” ექსპერტების მიერ შეფასებულია, როგორც უნიკალური და რევოლუციური ნაშრომი მაშინდელი დროისათვის.
ძირითადი ადგილი მის კვლევაში უკავია “კოგნიტური სქემების” ცნებას. კოგნიტური სქემა არის ჩარჩო, ყალიბი, რომელშიც მოცემულია ქცევის განხორციელების მონახაზი, შესაძლებლობა. პიაჟეს თანახმად, ადამიანს დაბადებიდან აქვს მოცემული მარტივი სქემები, რომელთა საშუალებითაც ის თავიდანვე ახერხებს მარტივი ქცევების განხორციელებას. მაგალითად, ახალშობილს განვითარებული აქვს ტაცების, წოვის ინსტინქტი, ამ რეფლექსური ქცევების განხორციელების შესაძლებლობას პიაჟე სქემას უწოდებს. ასაკთან ერთად ეს სქემები რთულდება როგორც სტრუქტურულად, ისე შინაარსობრივად. სტრუქტურულად გართულება იმაში გამოიხატება, რომ მყარდება ახალი კავშირები და იქმნება უფრო რთული, ახალი სქემები. შინაარსობრივი სირთულე კი მდგომარეობს იმაშI, რომ ყალიბდება რთული ქცევების განხორციელების შესაძლებლობა.
პიაჟე ყოველთვის ამბობდა, რომ კოგნიტური სქემები ვერ განვითარდება, თუ არ განვითარდა შესაბამისი ბიოლოგიური აპარატი – ტვინი, სმენა, მხედველობა და ა.შ. მაგრამ მხოლოდ ფიზიკურ-ბიოლოგიური განვითარება არ არის საკმარისი კოგნიტური სქემების განვითარებისათვის. აქ მიდის ერთი ფრიად საყურადღებო პროცესი, რომელსაც პიაჟე ხსნის ორი ცნების – ასიმილაციისა და აკომოდაციის მეშვეობით.
პიაჟე ყოველთვის ამბობდა, რომ კოგნიტური სქემები ვერ განვითარდება, თუ არ განვითარდა შესაბამისი ბიოლოგიური აპარატი – ტვინი, სმენა, მხედველობა და ა.შ. მაგრამ მხოლოდ ფიზიკურ-ბიოლოგიური განვითარება არ არის საკმარისი კოგნიტური სქემების განვითარებისათვის. აქ მიდის ერთი ფრიად საყურადღებო პროცესი, რომელსაც პიაჟე ხსნის ორი ცნების – ასიმილაციისა და აკომოდაციის მეშვეობით.
ასიმილაცია არის პროცესი, რომლის დროსაც ადამიანი გარემოდან მიღებულ ინფორმაციას ადარებს გამოცდილებაში არსებულ სქემებს და ახდენს მის ათვისებას, ასიმილაციას. აქ ხდება ერთი საინტერესო რამ: რადგან ასიმილაცია მთლიანად ეფუძნება ადამიანის გამოცდილებას და ამ გამოცდილების შედეგად უკვე ჩამოყალიბებულ სქემებს, ხშირ შემთხვევაში ძნელი, ზოგჯერ კი სრულიად შეუძლებელი იქნებოდა ისეთი ინფორმაციის გაგება, რომელიც აქამდე არ ყოფილა ადამიანის გამოცდილებაში.
ასეთ დროს, ადამიანი ზომბს რომ არ დაემსგავსოს, ერთვება მეორე პროცესი – აკომოდაცია აკომოდაცია იძლევა უკვე არსებული სქემების გართულების საშუალებას. პიაჟე თვლიდა, რომ ინტე;ექტუალური განვითარებისათვის სწორედ აკომოდაციის პროცესია გადამწყვეტი კომპონენტი, განსაკუთრებით კი ბავშვებში.
განვითარების მამოძრავებელ ძალად პიაჟე ორგანიზმის წონასწორობისაკენ, ადაპტაციისაკენ მისწრაფებას მიიჩნევს. მისი აზრით, ადამიანს დაბადებიდანვე დაჰყვება სურვილი, ჰარმონიულ ურთიერთქმედებაში იყოს გარემოსთან. ამის მიღწევას იგი ცდილობს გარემოსადმი ადაპტაციის გზით – ასიმილაციისა და აკომოდაციის პროცესებით.
რეკომენდაციები:
} განვითარებისთვის აუცილებელია აქტიურობა. მასწავლებელმა მოსწავლეს უნდა შეუქმნას ფიზიკური და ინტელექტუალური აქტიობის განხორციელების პირობები;
} მასალის მიწოდებისას უნდა იყოს დაცული ბალანსი ახალ და ძველ მასალას შორის. დავალება უნდა იყოს მოსწავლისათვის გასაგები,შეესატყვისებოდეს მისი ცოდნის დონეს (ასიმილაციის პროცესი) და თან მოიცავდეს გარკვეულ სიახლეს,რისი დაუფლებაც უნდა მოხდეს (აკომოდაციის პროცესი);
} სასწავლო პროგრამაში უნდა მოიაზრებოდეს მოსწავლისა და მასწავლებლის აქტიური ურთიერთობის აუცილებლობა. სწორედ სწორედ სოციალური თანამშრომლობისას ეუფლება მოსწავლე თამაშისა და მორალის წესებს;
} მასწავლებელმა უნდა იცოდეს მოსწავლის ცოდნის რეალურ დონე, რათა ოპტიმალურად დაგეგმოს სწავლების პროცესი.
2. ლევ ვიგოტსკის სოციო-კულტურული კოგნიტური თეორია
ლევ ვიგოტსკი, ფსიქოლოგი. მას ეკუთვნის უმაღლესი ფსიქიკური ფუნქციების
კულტურულ-ისტორიული თეორია, ასევე, თავის ტვინში ფსიქიკური ფუნქციების სისტემური ლოკალიზაციის
თეორია. მანვე ჩამოაყალიბა ბავშვის განვითარების სოციალურ-კულტურული თეორია. ვიგოტსკიმ
დასაბამი მისცა მეტყველებისა და აზროვნების ურთიერთმიმართების ექსპერიმენტულ კვლევას
განვითარების ჭრილში.
კულტურულ-ისტორიული თეორია, ასევე, თავის ტვინში ფსიქიკური ფუნქციების სისტემური ლოკალიზაციის
თეორია. მანვე ჩამოაყალიბა ბავშვის განვითარების სოციალურ-კულტურული თეორია. ვიგოტსკიმ
დასაბამი მისცა მეტყველებისა და აზროვნების ურთიერთმიმართების ექსპერიმენტულ კვლევას
განვითარების ჭრილში.
რატომ უწოდებენ ვიგოტსკის თეორიას სოციალურ-კულტურული
განვითარების თეორიას?
განვითარების თეორიას?
რადგან ბავშვი კონკრეტულ სოციალურ
და კულტურულ გარემოში იბადება, მის ფსიქიკურ განვითარებას განსაზღვრავს სოციალური ურთიერთობები და კულტურული მონაპოვარი, მაგ., დამწერლობა,
რიცხვითი სისტემა და სხვ. შესაბამისად, ბავშვის აზროვნებისა და ზოგადად, შემეცნებითი
(კოგნიტური) სფეროს განვითარებაც კონკრეტულ
სოციალურ-კულტურულ გარემოში ხდება, მისთვის
მნიშვნელოვანი უფროსის (ავტორიტეტის) საშუალებით.
და კულტურულ გარემოში იბადება, მის ფსიქიკურ განვითარებას განსაზღვრავს სოციალური ურთიერთობები და კულტურული მონაპოვარი, მაგ., დამწერლობა,
რიცხვითი სისტემა და სხვ. შესაბამისად, ბავშვის აზროვნებისა და ზოგადად, შემეცნებითი
(კოგნიტური) სფეროს განვითარებაც კონკრეტულ
სოციალურ-კულტურულ გარემოში ხდება, მისთვის
მნიშვნელოვანი უფროსის (ავტორიტეტის) საშუალებით.
ბავშვის ფსიქიკური განვითარების
პროცესში სოციალური ურთიერთობები წამყვან როლს ასრულებს. ვიგოტსკი თავის თეორიაში ბავშვის
განვითარებაში მონაწილე ფსიქიკურ ფუნქციებს ორ დონეზე განიხილავს:
პროცესში სოციალური ურთიერთობები წამყვან როლს ასრულებს. ვიგოტსკი თავის თეორიაში ბავშვის
განვითარებაში მონაწილე ფსიქიკურ ფუნქციებს ორ დონეზე განიხილავს:
პირველია სოციალურ-ინტერფსიქოლოგიური დონე,
რაც ნიშნავს იმას, რომ ბავშვის ფსიქიკა სხვებთან სოციალურ ურთიერთობებში ყალიბდება;
რაც ნიშნავს იმას, რომ ბავშვის ფსიქიკა სხვებთან სოციალურ ურთიერთობებში ყალიბდება;
მეორეა ინდივიდუალური დონე – ინტრაფსიქოლოგიური;
ამ ეტაპზე ბავშვის გარემოსთან ურთიერთობით მიღებული გამოცდილება შიდა პლანზე გადადის,
რაშიც წამყვან როლს მეტყველება ასრულებს.
ამ ეტაპზე ბავშვის გარემოსთან ურთიერთობით მიღებული გამოცდილება შიდა პლანზე გადადის,
რაშიც წამყვან როლს მეტყველება ასრულებს.
რას
ეფუძნება ვიგოტსკის თეორია?
ეფუძნება ვიგოტსკის თეორია?
ვიგოტსკის თეორია ოთხ ძირითად პრინციპს ეფუძნება:
1. განვითარება სოციალურ-კულტურულ კონტექსტში უნდა განიხილებოდეს;
2. ბავშვი ცოდნას პასიურად კი არ ითვისებს,
არამედ ცოდნას აგებს;
არამედ ცოდნას აგებს;
3. სწავლა წინ უნდა უსწრებდეს განვითარებას;
4. ფსიქიკურ
განვითარებაში ცენტრალური ადგილი მეტყველებას უკავია.
განვითარებაში ცენტრალური ადგილი მეტყველებას უკავია.
აქტუალური
და უახლოესი განვითარების ზონა
} ბავშვის მიერ განვითარების გარკვეული დონის ქონა
–არის მისი განვითარების აქტუალური დონე. მაგ: ბავშვს შეუძლია
თავისით,Aდამოუკიდებლად გადაჭრას გარკვეული სირთულის ამოცანა
} უახლოესი განვითარების ზონა არის
ბავშვის უნარი გააკეთოს რაიმე უფროსისა ან თანატოლის დახმარებით;
} უახლოესი განვითარების ზონა არის პოტენციალი
,რომელიც სტიმულაციას საჭიროებს.
} სწავლების პროცესის
ეფექტურობისათვის საჭიროა მოსწავლეთა აქტივაცია, მოსწავლე უნდა იყოს სწავლების
პროცესის აქტიური მონაწილე;
} მოსწავლის აქტიობა მასწავლებელმა
უნდა მიმართოს გარკვეული მიმართულებით. ამიტომ სწავლების პროცესი მოიცავს
თანამშრომლობას;
}
აუცილებელია მოსწავლეთა ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინება;
}
მასწავლებელმა უნდა გამოავლინოს მოსწავლის უახლოესი განვითარების პოტენციალი
3.
ბრუნერის თეორია - სწავლა აღმოჩენის გზით
ნებისმიერი
საგნის დაუფლება 3 პროცესს მოიცავს:
} ახალი ინფორმაციის მიღება. რომელიც ხშირად უპირისპირდება იმ ცოდნას, რაც
სუბიექტს აქამდე გააჩნდა, ან მინიმუმ მას აზუსტებს (ავსებს).
} მეორე ასპექტს წარმოადგენს
ცოდნის ტრანსფორმაცია. ეს გულისხმობს იმას, რომ მოსწავლე სწავლობს ინფორმაციის ანალიზს,
პოულობს მასში ფარულ სიღრმისეულ შრეებს, აწესრიგებს მას, აფართოებს, უფრო მეტად
იშინაგნებს. ასეთი გარდაქმნის შემდეგ იგი ცოდნას იყენებს ახალი ამოცანების გადასაჭრელად.
} მესამე შემოწმების პროცესი. თუ რამდენად ადეკვატურად ვეპყრობით
ინფორმაციას, სწორია ჩვენს მიერ გაკეთებული დასკვნები, მისაღებია ცოდნის ამგვარი
გაფართოება, რა საკითხებზე მოგვიწევს პასუხის გაცემა.
} ბრუნერის თეორიიის მიხედვით
მოსწავლე აქტიურადაა ჩართული სწავლების პროცესში და ამუშავებს ინფორმაციას.
} ადამიანს აქვს მოთხოვნილება
გაიაზროს და გაამარტივოს მის გარშემო არსებული გარემო;
} კატეგორია _აღნიშნავს თვისობრივად
მსგავსი ობიექტების ერთობას, ობიექტის მიკუთვნებას რომელიმე კლასისადმი;
} კოდირების სისტემა _ არის ზოგადი ცნებების
(კატეგორიების) იერარქიული წყობა
ბრუნერის
თეორიაში აღმოჩენის ქვეშ მოიაზრება
კატეგორიებისა და უფრო ხშირად კოდირების სისტემის ფორმირება.
მასწავლებლის ფუნქცია შემდეგ აქტიობებშია გამოხატული:
} ამოცანისა და საკითხის ფორმულირება
და ახსნა;
} მაგალითების დემონსტრირება;
} ჰიპოთეზების ჩამოყალიბება, რომელიც დაკვირვებებს ეყრდნობა;
} ჰიპოთეზების დასამტკიცებლად ან უარსაყოფად ტესტების,
ექსპერიმენტების მომზადება ან ჩატარება;
} ახალი ინფორმაციის განზოგადება,
მისი გამოყენების შესაძლო ვარიანტების ფორმულირება.
4 ჰუმანისტური თეორიები
} ჰუმანისტური ფსიქოლოგია სწავლობს
ადამიანის უნიკალობასა და "მე"-ს ფორმირებას;
} ჰუმანისტური მიდგომა ეყრდნობა
კონსტრუქტივიზმს (ცენტრირებულია მოსწავლეზე). სწავლების პროცესში დიდ მნიშვნელობას
ანიჭებს მოსწავლის ინდივიდუალურ სტილს, პიროვნების ჰარმონიულ განვითარებასა და
ფასეულობათა ფორმირებას, აქცენტს აკეთებს
მოსწავლის წარმატებებზე და არა წარუმატებლობაზე.
სწავლების სტილის ქვეშ
იგულისხმება შემდეგი თავისებურებები:
} მოსწავლის ბიოლოგიური ტემპი:
ზოგიერთი მოსწავლე მასალას უკეთ ითვისებს ადრე დილით ,და არა დღის განმავლობაში;
} აღქმის ძლიერი არხი: ზოგი აქტიურად
რეაგირებს მხედველობით სტიმულებზე
(ვიზუალები),ზოგი კი კი სმენით
სტიმულზე (აუდიალები).
} ყურადღების მდგრადობა: ზოგ
მოსწავლეს არ ექმნება სირთულე ხალხმრავალ, ხმაურიან ჯგუფში მუშაობისას,ზოგისთვის
კი ეს სერიოზული პრობლემაა
} პიროვნული თავისებურება: ზოგიერთი
მოსწავლე მასალას უკეთ ითვისებს კარგად სტრუქტურირებულ, დირექტიულ გარემოში,
ზოგისთვის კი მეტი თავისუფლებაა საჭირო.
} ამიტომ თეორიის მიმდევრები
გვთავაზობენ სწავლების პროცესში
სხვადასხვა ფორმების გამოყენებას: ლექციის,დისკუსიის, პროექტების პრეზენტაციის,
თამაშების, დისტანციური მეცადინეობების.
1.
სწავლის სტილი
ვიზუალური სტილი
|
უადვილდებათ ახალი ინფორმაციის ვიზუალურად
მიღება – სურათებით, დიაგრამებით,
ცხრილებით; მათ ურჩევნიათ
სასწავლო მასალას ხედავდნენ, ვიდრე
ისმენდნენ ან რაიმეს აკეთებდნენ.
საკლასო გარემოში მათთვის ყველაზე ეფექტური
ვიზუალური მასალების გამოყენებაა.
|
აუდიალური სტილი
|
ურჩევნიათ მასალა მოისმინონ; ისინი უკეთ იმახსოვრებენ საუბარს, დისკუსიას, დიალოგებს; მათ ასეთი სახით
მიღებული მასალის გახსენებაც უადვილდებათ.
ასეთი ადამიანებისათვის ყველაზე ეფექტური სწავლის პროცესში
ლექციების მოსმენა, დისკუსიებსა და სემინარებში
მონაწილეობის მიღებაა.
|
კინესთეტიკური სტილი
|
უადვილდებათ სწავლა, როდესაც რაიმეს აკეთებენ, ჭრიან,
აგებენ, აწყობენ ან ასრულებენ
როლებს. მათ ურჩევნიათ ინფორმაცია გადაამუშავონ
მოძრაობითა და დემონსტრირებით.
ასეთი ადამიანები საკლასო გარემოში ყველაზე
ადვილად მაშინ სწავლობენ, როდესაც ისინი ფიზიკურად აქტიურები არიან.
|
2.
ჰოვარდ გარდნერი-მრავალფაქტორიანი ინტელექტი
ლინგვისტური ინტელექტი
|
აქვს კარგად განვითარებული სიტყვათა მარაგი,
ადვილად იმახსოვრებს სახელებს, თარიღებს, ახალ სიტყვებს, მოსწონს წერა და
კითხვა, ლიტერატურა, უყვარს სიტყვებით თამაში.
|
ლოგიკური და მათემატიკური ინტელექტი
|
ადვილად ხედავს ტენდენციას, კარგად აქვს
განვითარებული აბსტრაქტული აზროვნება, შეუძლია კატეგორიებსა და იდეებს შორის
მიმართების დამყარება, ადვილად ანგარიშობს, ხმარობს კომპიუტერს, უყვარს
თავსატეხების, ლოგიკური ამოცანების ამოხსნა.
|
სივრცითი ინტელექტი
|
ადვილად იმახსოვრებს საგნების სივრცეში
განლაგებას, შეუძლია ზუსტად აღიდგინოს გამოსახულება და მისი სივრცითი მდებარეობა,
უყვარს ხატვა, დიზაინი, შენება, კარგად ერკვევა რუკებსა და დიაგრამებში.
|
მუსიკალური ინტელექტი
|
ადვილად იმახსოვრებს მელოდიას, აქვს კარგად
განვითარებული რიტმის შეგრძნება, ხშირად მღერის, მგრძნობიარეა ბგერებისა და
ხმების მიმართ.
|
კინესთეტიკური ინტელექტი
|
ადვილად სწავლობს სხეულის შეგრძნებებით,
სიმულაციით, როლური თამაშებით, უჭირს დიდხანს ერთ ადგილზე გაუნძრევლად ჯდომა,
ეხერხება სპორტული თამაშები, ცეკვა, წარმოდგენები, აქვს კარგი კოორდინაცია,
ადვილად ურთიერთობს ადამიანებთან, ესმის და გამოხატავს დამოკიდებულებას ჟესტებით,
მიმიკებით.
|
ინტერპერსონალური ინტელექტი
|
კარგად ესმის ადამიანების, ადვილად სწავლობს
სხვებთან ურთიერთობის პროცესში, ეხერხება ორგანიზება და ხელმძღვანელობა, კარგად
ესმის სხვა ადამიანების ემოცია, შეუძლია მოსმენა; შეუძლია ადამიანებს შორის
მედიაცია, უყვარს სოციალური თამაშები.
|
ინტრაპერსონალური ინტელექტი
|
უყვარს მარტო მუშაობა, არის დამოუკიდებელი,
აქვს ძლიერი ნებისყოფა, კარგად
განვითარებული ინტუიცია, საკუთარ თავში დარწმუნებულია, კარგად იცის საკუთარი
ძლიერი და სუსტი მხარეები.
|
ნატურალისტური
ინტელექტი
|
კარგად ერკვევა სამყაროში - ფლორასა და
ფაუნაში, ეხერხება მოსავლის მოყვანა, კონსერვაცია.
|
3.
კარლ როჯერსი
ჰუმანისტური ფსიქოლოგია-კარლ როჯერსის თეორიის ძირითადი პრინციპები
|
|
ჩვენი სამყარო ფენომენოლოგიურია
|
სამყაროს მნიშვნელოვანი ასპექტები ინდივიდუალურია. ის შეიძლება ინტუიტურად
მისაღები იყოს მაგრამ არა ბოლომდე გაგებული.
|
ქცევა შეიძლება გაგებული იყოს მხოლოდ კონკრეტული ადამიანის
შეხედულებიდან.
|
პირადი გამოცდილება განსაზღვრავს ჩვენ რეალობას. ქცევა განპირობებულია
მხოლოდ ადამიანის რეალობიდან გამომდინარე. ამიტომაა მნიშვნელოვანი ღია
კომუნიკაცია და ემპათია.
|
ადამიანის ცხოვრებისეული
მიზანი არის თვითაქტუალიზაცია.
|
ყველა ადამიანი ცდილობს იყოს სრულფასოვანი, ჯანმრთელი, კომპეტენტური.
|
ჩვენ ვქმნით ჩვენ "მეს"
|
პირადი გამოცდილებისა და სხვა ადამიანების შეფასებიდან ჩვენ ვქნით
წარმოდგენას საკუთარ თავზე.
|
4.
კოლბერგის მორალური განვითარების თეორია
I. პრეკონვენციური დონე (10 წლამდე):
} მორალური
მსჯელობა ეგოცენტრულია, ჰედონისტური - ეფუძნება მხოლოდ პიროვნების საკუთარ
მოთხოვნილებებსა და აღქმებს, მხედველობაში არ მიიღება სხვა ადამიანების აზრი,
ბავშვებს არ გააჩნიათ “კარგის” და “ცუდის”
ცნებები.
} სტადია 1. ორიენტაცია
შედეგზე. დასჯა და დამორჩილება. ბავშვი ემორჩილება უფროსის, მშობლის მიერ
დადგენილ წესებს, მას არ ესმის თავისი
ქცევის მორალური შეფასება.ისინი სწორ ან არასწორ საქციელს იმის მიხედვით
განსაზღვრავენ, თუ რა შედეგი მოჰყვება მას.
ის რაც ისჯება ცუდია, ის რაც ჯილდოვდება - კარგი. თუ წაასწრეს და დასაჯეს,
მაშინ მისი საქციელი არასწორია, საწინააღმდეგო შემთხვევაში კი - სწორი. მაგ. 2
წლის ბავშვმა მეორეს წაართვა სათამაშო.
უფროსის ნათქვამი ფრაზა ”როგორ არ გრცხვენია”? - მისთვის გაუგებარია. უფრო
გასაგებია თუ ეტყვით: ”ვიცი, რომ მოგწონს, მაგრამ წართმევა არ შეიძლება”.
} სტადია 2. ორიენტაცია
საკუთარი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზე. ქცევის შეფასების მთავარი
კრიტერიუმი სარგებლიანობაა. ბავშვი ემორჩილება წესებს თუ საპასუხოდ პირადი
მოთხოვნილებებიც დაუკმაყოფილდება. წესი გაგებულია, როგორც გარიგება. მაგ. თუ
ბავშვს სხვისი სათამაშო მოეწონება მას შეუძლია არა მხოლოდ მისი წართმევა, არამედ
სათამაშოების გაცვლის შეთავაზებაც. ბავშვი ვერ
აფასებს თავის ქცევას საზოგადოებრივი პოზიციიდან. მისი ხედვა ეგოცენტრულია.
ასეთი ხედვა დამახასიათებელია სკოლამდელი და
დაწყებითი სკოლის მოსწავლისთვის.
„არ ვეტყვი, შენც თუ არ ეტყვი“
II. კონვენციური დონე: (10-16 წ.წ.)
} მორალი განპირობებულია პიროვნებათაშორისი შეთანხმებით, გარეთ დადგენილი ნორმებით და ღირებულებებით, მხედველობაშია მიღებული სხვა
ადამიანების აზრი, საზოგადოების მიერ მიღებული წესები და
მოლოდინები.
} 3. სტადია. ორიენტაცია ახლობელ ადამიანებზე - სურვილი მოეწონო ირგვლივმყოფებს, ,,იყო
კარგი.” ქცევის ავკარგიანობა ფასდება იმის
იხედვით, რას იტყვიან შენზე სხვები. ინდივიდი ცდილობს ისე მოიქცეს, რომ მისთვის მნიშვნელოვანი ადამიანებისგან შექება და
მხარდაჭერა დაიმსახუროს (მშობლები, მასწავლებლები, მეგობრები), იწყებს “კარგის” და „ცუდის“ შესახებ საკუთარი წარმოდგენების ფორმირებას, ცდილობს სხვების თვალში კარგი გამოჩნდეს, იყოს
“კარგი ბიჭი” ან
“კარგი გოგო”. ამ
ასაკში ბავშვისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უფროსის მაგალითი. „კარგი ბიჭი იატაკზე არ აფურთხებს“.
} 4. სტადია. ორიენტაცია საზოგადოებაზე, კანონის დაცვასა და მოვალეობის შესრულებაზე. ქცევის შეფასებაში წამყვანი ხდება მისი
შესატყვისობა დაწესებულ ნორმებთან და იურიდიულ კანონებთან. 13 წლის
მოზარდების მხოლოდ 30% არის
ამ დონეზე. მოზარდი აცნობიერებს
საზოგადოებრივ ინტერესებს და
ცხოვრების წესს, ცდილობს
იხელმძღვანელოს ზნეობრივი პრინციპით,
საკუთარ ქცევას სოციალური
სისტემის კეთილდღეობას უფარდებს.
მაგ. ამ დონეზე
მყოფი მოსწავლე სათანადო
სიტუაციაში მასწავლებელს ეტყვის,
რომ არა აქვს
უფლება ასე მოიქცეს. „ რა იქნება ყველა რომ
ასე მოიქცეს?“
III. პოსტკონვენციური დონე (16 წლიდან):
} ქცევის შეფასებაში ადამიანი ხელძღვანელობს საკუთარი შეგნების მიხედვით, პიროვნული პრინციპებით, რომელთა მიღება-არ მიღება
არ უკავშირდება არც
ავტორიტეტებს და არც
სოციალურ წესრიგს, შესაძლებელია ის
არც კი შეესაბამებოდეს საზოგადოებაში აღიარებულ
წესებს.
} 5 სტადია. ორიენტაცია საზოგადოებრივ შეთანხმებაზე, ადამიანის უფლებებსა და
კეთილდღეობაზე. ქცევის შეფასების მთავარი კრიტერიუმია დემოკრატიულად მიღებული გადაწყვეტილებების პატივისცემა და
ადამიანის უფლებათა დაცვა. ერთი მხრივ, პიროვნება ხვდება, რომ წესების
უმრავლესობა ფარდობითია, მეორე მხრივ, აცნობიერებს, რომ არსებობს
ეჭვშეუვალი წესები - სიცოცხლის
დაცვა, თავისუფლების
მხარდაჭერა. იქცევა
საკუთარი მორალური პრინციპების
შესატყვისად, პატივს
სცემ სხვის პრინციპებსაც. „აუცილებელია მუშაობა ამ
კანონის შესაცვლელად, რადგან სიტყვის თავისუფლებას კრძალავს“.
} 6 სტადია. ორიენტაცია საყოველთაო, უნივერსალურ მორალურ პრინციპებზე. ქცევა მართებულად მიიჩნევა თუ იგი
ნაკარნახევია სინდისით ყველა სხვა ფაქტორისა და ვითარებისგან დამოუკიდებლად. ამ
სტადიას აღწევს ადამიანების
მხოლოდ შეზღუდული რაოდენობა (მაგ. მაჰატმა განდი, მარტინ ლუთერ
კინგი, დედა
ტერეზა). რა
არის მორალურად სწორი
განისაზღვრება არა კანონით
და წესით, არამედ სინდისით. ადამიანები მოკლებულნი
არიან ეგოცენტრიზმს. იქცევიან ზოგადსაკაცობრიო ზნეობრივი პრინციპების
შესაბამისად. „ჭეშმარიტება, უპირველეს ყოვლისა, მე ეს
უნდა გავაკეთო, თუმცა ამის გამო
ის შეიძლება დაისაჯოს“.
გამოყენებული ლიტერატურა:
- როგორ ვასწავლოთ მოსწავლეებს აზროვნება (2007) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი;
- https://hrio.wordpress.com/2011/01/09/%E1%83%9F%E1%83%90%E1%83%9C-%E1%83%9E%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9F%E1%83%94-1896-1980-%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%A5%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%92%E1%83%90/
http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=6&t=16828
http://mastsavlebeli.ge/?p=2216
Комментариев нет:
Отправить комментарий