2019წ ტრენინგები ამიერ და იმიერ საქართველოში...
ბათუმი 2018. წლის ოქტომბერი-"ონლაინ ინსტრუმენტების გამოყენება რუსული ენის გაკვეთილზე"
რუსთავი: ჯგუფიN1 და ჯგუფიN2; ტრენინგი: "ონლაინინსტრუმენტების გამოყენება რუსულიენის გაკვეთილზე:
2018 წლის აგვისტო- ზუგდიდი-ჯგუფიN1, ჯგუფიN2; თელავი;
ტრენინგი"რუსული ენის სწავლების მეთოდიკა"
2017წლის 4-5 მარტი. ტრენინგი "სამოდელო გაკვეთილის დაგეგმვა და შეფასება", წალკის რაიონის სკოლებში: სოფ. სამება, საბეჭისი, საყდრიონი, ნარდევანი, ბედიანი, იმერა, ბეშთაშენი, გუმბათი.
2016 წლის 17 დეკემბერი. მასპინძელი-მარნეულის N2 საჯარო სკოლა. ტრენინგი შეფასების ჯგუფის წევრებისთვის; თემა: "საქმოდელო გაკვეთილის დაგეგმვა და შეფასება".
2016 წლის ნოემბერი- ტრენინგი რუსულ ენაში უფროსი მასწავლებლებისთვის თბილისში.
2016წლის ნოემბერი - ტრენინგი რუსულ ენაში უფროსი მასწავლებლებისთვის ბათუმში.. ...
2016წ. გაზაფხული-ზაფხული, შემოდგომა: ტრენინგები წალკის, ასპინძის, ადიგენის, ბოლნისის , დმანისის, დუშეთის რაიონის სკოლების შეფასების ჯგუფის წევრებისათვის:
2014წლის 5-6 დეკემბერი. მასწავლებლის სახლის ტრენერთა სკოლის კონფერენცია. ყვარელი. ილიას ტბა. საინტერესო სამუშაო სიტუაცია და დაუვიწყარი დასვენების საათები.
2014 წლის თებერვალი-მარტი. ოზურგეთი. ჩემი გონებამახვილი და ენაკვიმატი მსმენელები. არაჩვეულებრივი ქალბატონები და ერთი მამაკაცი,-არაჩვეულებრივი პიროვნება, № 4 სკოლის დირექტორი, ბატონი ტარიელ კალანდაძე.
2013 წლის ნოემბერ-დეკემბერი. ტრენინგი ნინოწმინდაში. მსმენელები, პედაგოგები-გმირები! 15-20 გრადუსიან ყინვაში ფეხით გადიოდნენ 10-12 კმ-ს ტრენინგზე რომ მოსულიყვნენ! უმაღლესი პასუხისმგებლობის გრძნობით და ახლის შესწავლის სურვილით სავსე ადამიანები.
2013 წლის ოქტომბერი,მეორე ტრენინგი, ისევ სამეგრელო--წალენჯიხა.მსმენელები, რომლებსაც უზომოდ უყვართ ბავშვები, სკოლა და საგანი, რომელსაც ასწავლიან. პედაგოგები, რომლებიც მზად არიან ისწავლონ, რათა ასწავლონ, ეძებენ სიახლეებს, ფეხს უწყობენ თანამედროვე მოთხოვნებს და ეპატიჟებიან ტრენერებს----ისევ ჩამოდით, სიახლეები გაგვაცანით, რაიონებს ყურადღებას ნუ მოაკლებთ...მადლობა მათ ასეთი ერთგულებისთვის, სითბოსთვის, სიყვარულისთვის.
2013 წლის ივნისი, ჩემი პირველი ტრენინგი, ქალაქი ხობი. უჭკვიანესი მსმენელები, დიდებული მასპინძლები და ნამდვილი მასწავლებლები.
ტრენინგის შემდეგ- ექსკურსია ზუგდიდში. დადიანების ბაღი და სასახლე.
Комментариев нет:
Отправить комментарий