14.01.2014


სსიპ თბილისის N94 საჯარო სკოლა. "მომავლის კლასი". ტრენინგი კოლეგებისთვის. ესგ. გაკვეთილის დაგეგმვა და  შეფასება. 
18.10 2014წ.

4.06.2014წ.  N94 საჯარო სკოლა.
   ინგლისურის გაკვეთილი მომავლის კლასში. ვესწრები ახალგაზრდა კოლეგის გაკვეთილს.  
                                  






2014 წლისა 17-18 ივნისი. დაუვიწყარი ორი დღე... ბაზალეთის კომპლექსში ჩატარებული სემინარი რუსული ენის მასწავლებლებისთვის.
სემინარში ვმონაწილეობდი როგორც მოქმედი მასწავლებელი, ( გამოცდილების გაზიარება), ასევე როგორც ტრენერი (აქტივობების პილოტირება). მასწავლებლები ღონისძიებით აღფრთოვანებულები დარჩნენ. დიდი მადლობა გამოითქვა მასწავლებლის სახლის ხელმძღვანელობის, კოორდინატორების, მენეჯერების და ტრენერების მისამართით. სურვილი კი ასე დააფიქსირეს: მსგავსი ღონისძიებები უფრო ხშირად უნდა ტარდებოდეს.






ჩემი კოლაჟები:
მე-9 კლასელებმა თემის დამთავრების შემდეგ გაზეთი გამოუშვეს. საინტერესო ჯგუფური მუშაობის შედეგად შეიქმნა გაზეთები, სადაც წარმოდგენილი იყო მრავალფეროვანი რუბრიკები და მნიშვნელოვანი სტატიები.

94-ე საჯარო სკოლის მეცხრე პირველი და მეცხრე  მეორე კლასები.



უცხოური ენების მასწავლებელთა კონფერენცია. ბაზალეთი. 2013 წელი. ბევრი საინტერესო თემა და კიდევ უფრო მეტი ნოვატორი მასწავლებელი.


ტრენერთა სამუშაო შეხვედრა(ძალიან ნაყოფიერი) . წყალტუბო 2013წ.


 ნინოწმინდისკენ მიმავალ გზაზე. ტრენინგი ნინოწმინდაში. ჩემი მსმენელები და მე.



04.12.2013

ეს ბლოგი დღიურის მოვალეობას შეასრულებს ჩემს ცხოვრებაში. აქ დავწერ, რას ვფიქრობ, რას განვიცდი, რა შემემთხვა. რა თქმა უნდა, ყველეფერი ეს დაკავშირებული იქნება სკოლასთან, მოსწავლეებთან, კოლეგებთან, ვინაიდან ჩემი ცხოვრებაა დაკავშირებული ყველაფერ ამასთან...
გარდა ამისა, ბლოგზე განთავსებული იქნება მასალა, რომელიც დაეხმარება კოლეგებს პროფესიულ ზრდაში, მასალა, რომელიც მოვიძიე, საინტერესოდ მივიჩნიე და საზოგადოებას მინდა გავუზიარო, რა თქმა უნდა ჩემ მიერ  დამუშავებული, შექმნილი და გამოყენებული რესურსი/მასალაც აქ იქნება განთავსებული; 
მკითხველი ბლოგის ჩანართებიდან გაეცნობა ავტორის შესახებ ინფორმაციას, მის კარიერულ ზრდას, პროფესიულ საქმიანობას ტრენერობის, მენტორობის,  კონფერენციებში  მონაწილეობის გამოცდილებას; 
ბლოგის მკითხველებისთვის საინტერესო იქნება ჩანართები:: "სწავლა-სწავლების თეორიები, მეთოდები, სტრატეგიები".  "გაკვეთილის გეგმები", "შეფასებები", "ტესტები, შემაჯამებელი წერები",  "სამოდელო გაკვეთილები", "რესურსები", "პრეზენტაციები" და სხვა. 

22.10.2013

გადავწყვიტე მეც შევქმნა საკუთარი ბლოგი. ბევრი რამ ვისწავლე ტრენინგზე და არ ვიქნები მართალი ამ სწავლის შედეგი არ ვაჩვენო პრაქტიკულად. მოსწავლეებსაც ხომ ასე ვთხოვ:-ისწავლე?-გამოიყენე...გაანალიზე...შეაფასე...გაუზიარე სხვას...

21.10.2013


მოგესალმებით! 

 კეთილი იყოს თქვენი მობრძანება და მოგზაურობა ჩემს ბლოგზე!