ეს ბლოგი დღიურის მოვალეობას შეასრულებს ჩემს ცხოვრებაში. აქ დავწერ, რას ვფიქრობ, რას განვიცდი, რა შემემთხვა. რა თქმა უნდა, ყველეფერი ეს დაკავშირებული იქნება სკოლასთან, მოსწავლეებთან, კოლეგებთან, ვინაიდან ჩემი ცხოვრებაა დაკავშირებული ყველაფერ ამასთან...
გარდა ამისა, ბლოგზე განთავსებული იქნება მასალა, რომელიც დაეხმარება კოლეგებს პროფესიულ ზრდაში, მასალა, რომელიც მოვიძიე, საინტერესოდ მივიჩნიე და საზოგადოებას მინდა გავუზიარო, რა თქმა უნდა ჩემ მიერ დამუშავებული, შექმნილი და გამოყენებული რესურსი/მასალაც აქ იქნება განთავსებული;
მკითხველი ბლოგის ჩანართებიდან გაეცნობა ავტორის შესახებ ინფორმაციას, მის კარიერულ ზრდას, პროფესიულ საქმიანობას ტრენერობის, მენტორობის, კონფერენციებში მონაწილეობის გამოცდილებას;
ბლოგის მკითხველებისთვის საინტერესო იქნება ჩანართები:: "სწავლა-სწავლების თეორიები, მეთოდები, სტრატეგიები". "გაკვეთილის გეგმები", "შეფასებები", "ტესტები, შემაჯამებელი წერები", "სამოდელო გაკვეთილები", "რესურსები", "პრეზენტაციები" და სხვა.