კონფერენციები.

2016წლის 10-11 დეკემბერი. მასწავლებელთა მეოთხე ეროვნული კონფერენცია. წარმატებეული პედაგოგიური პრაქტიკის გაზიარება. გამჭოლი მკომპეტენციების განვითარებაზე ორიენტირებული აქტივობები; ჩემი მოხსენება : "ინტერკულტურული უნარების განვითარება უცხოური ენების გაკვეთილზე და კლასგარეშე აქტივობებში".









2016წ. 22 იანვარი. "მრგვალი მაგიდა" "რუსული ენის სწავლების პრობლემები ქართულ სკოლებში და უმაღლეს სასწავლებლებში.". პრეზენტაციები საგნის სწავლების აქტუალურ საკითხებზე; საინტერესო და  კომპეტენტური  პასუხები კითხვებზე განათლების სამინისტროს, მასწავლებლის სახლის, ტრენერების, არასამთავრობო ორგანიზაციების და უნივერსიტეტებისა და სკოლების პედაგოგების მიერ; ჩემი პრეზენტაცია იხ.ჩანართში "პრეზენტაციები".






მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა განათლების მართვის აქტუალურ საკითხებზე 4-დღიანი კონფერენცია ჩაატარა. კონფერენციის მიზანი იყო განათლების მართვის პრაქტიკის გაუმჯობესება განათლების სფეროში აქტუალური საკითხების, კვლევებისა და მართვის წარმატებული მაგალითების გაზიარებისა და პოპულარიზაციის გზით. კონფერენციაში ჩართული იყო 100-მდე მონაწილე თბილისიდან და საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. კონფერენციას ესწრებოდნენ საჯარო და კერძო სკოლების დირექტორები,საგანმანათლებლო რესურსცენტრების წარმომადგენლები, განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულები და მასწავლებლის სახლის თანამშრომლები. ჩემი მოხსენების თემა : "სკოლის პერსონალის უწყვეტი პროფესიული განვითარება". კონფერენციის ჩატარების ადგილი ქ. წყალტუბო.


საკონფერენციო თემა:"სკოლის პერსონალის უწყვეტი პროფესიული განვითარება'.







მასწავლებელთა კონფერენცია. ბაზალეთი.2013წ (ანგარიში)


ჩემი საკონფერენციო თემა.






26.10.2013წ. 
 დღეს ქორთიარდ მარიოტში ჩატარდა მასწავლებელთა კონფერენცია "კლასის მართვა და უსაფრთხო სკოლის კონცეფციის პრაქტიკული ასპექტები", წარმოდგენილი იქნა საინტერესო საკითხები მასწავლებლების, განათლების სპეციალისტების, უნივერსიტეტის წარმომადგენლების მიერ.... კონფერენცია გახსნა ქნ-მა ია ანთაძემ. ქნ-მა თამარ მოსიშვილმა წარმოადგინა პრეზენტაცია პროექტისა:" მასწავლებლები ბავშვზე ორიენტირებული სკოლისათვის"-დეცენტრალიზაცია, აკადემიური თავისუფლება და პროფესიული განვითარება'. საინტერესო საპრეზენტაციო თემით გაგვეცნო დეტროიტის უნივერსიტეტის პროფესორი ლორი მაკდონალდი(მიჩიგანი): "დადებითი განწყობა მოსწავლეთა სწავლისთვის". ამერიკიდან სკაიპის საშუალებით კონფერენციაში ჩაერთო ბ-ნი სიმონ ჯანაშია , თემით: "მასწვლებელთა კონფერენციების მნიშვნელობა და პერსპექტივები", ილიას უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი სოფიო გორგოძე გვესაუბრა თემაზე: " უსაფრთხო სკოლის პოლიტიკის დოკუმენტი; პროცესზე და პროდუკქტზე ორიენტირებული სკოლები". განათლების სპეციალისტმა, მანანა ბოჭორიშვილმა წარმოადგინა საპრეზენტაციო თემა:აკრედიტებული ტრენინგ-პროგრამის "კლასის მართვის თეორიული და პრაქტიკული ასპექტები". საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკული გამოცდილება საიტერესო პრეზენტაციებით წარმოადგინეს პედაგოგებმა:ასმათ ჩხიტუნიძემ,(თბილისის №200 სკოლის მასწავლებელი), თემა:"შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოსწავლეები და კლასის მართვის თავისებურებები"; ეთერ სარალიძემ, (თბილისის პირველი საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე), თემა:"კლასის მართვა-უსაფრთხო სკოლის მნიშვნელოვანი კომონენტი"; მანანა მანიჟაშვილმა( თბილისის 69 სკოლის მასწავლებელი), თემა:"ლიდერი მასწავლებელი და კლასის მართვა"; ეკა თათრიაშვილმა(გორის №5 საჯარო სკოლის მასწავლებელი),თემა: ენობრივი ბარიერის მქონე მოსწავლეთა ქცევის თავისებურებები, პრობლემები და მათი გადაჭრის კონკრეტული გზები"; ინგა თეთრაძემ (იტალიური სკოლის მასწავლებელი) წარმოადგინა საპრეზენტაციო თემა: 'კლასის მართვის თავისებურებები სწავლების პირველ საფეხურზე". პრეზენტაციების შემდეგ მოეწყო პანელური დისკუსია,რომელიც ძალიან აქტიური კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.დამსწრე საზოგადოებამ მიიღო პასუხები დასმულ კითხვებზე,წამოჭრეს ახალი განსახილველი საკითხები,გამოთქვეს სურვილი ასეთი შეხვედრების ხშირად ჩატარების თაობაზე. კონფერენცია იყო აქტუალური და საინტერესო. მადლობა ორგანიზატორებს და მომხსენებლებს.

საკონფერენციო დარბაზში
 დისკუსია...


Комментариев нет:

Отправить комментарий