მენტორ-მაძიებლები -94 სკოლა. იხ.პრეზენტაცია.
ჩემი მაძიებლები-ვიქტორია სანაია და ნინო ლონდიშვილი და ხათუნა ახალბედაშვილი უკვე სერტიფიცირებული პედაგოგები არიან! ვულოცავ და კვლავ წარმატებას ვუსურვებ!
ნინოს ორმაგი მილოცვა: ის უკვე პედაგოგია და თავისი წვლილი შეაქვს მოსწავლეთა სწავლა-აღზრდის საქმეში...გილოცავთ, გოგონებო!!!
16.07.2014წ მენტორების და მაძიებლების სერტიფიკატების გადაცემა. წარმატებული პროექტი.
2013-2014 სასწ. წელი
მაძიებლების მიერ ჩატარებული გაკვეთილები: წარმატებები მინდა ვუსურვო სამივეს.
ეს ვიქტორიაა, ვიკა...მენტორის სამუშაო გეგმა
https://docs.google.com/spreadsheet/ccc?key=0AkkW8p-IfTAedEQyRURfWkctdUNBdEM2TzZoaVNvckE&usp=sharing
27 დეკემბერი. უკვე სამჯერ შევხვდით ერთმანეთს. გავიცანით ერთმანეთი. მაძიებლების საჭიროებები დავადგინე, მომავალი სამუშაო გეგმა შევიმუშავეთ. სახლში წასაკითხავად მასალები მივაწოდე და დავემშვიდობეთ ერთმანეთს 16 იანვრამდე. 16 იანვარს პირველ პედსაბჭოს დაესწრებიან და ასე ნელ-ნელა "შევლენ პროფესიაში" ჩემი მაძიებლები. წარმატებები მათ.. და მეც..
დღეს, 4 დეკემბერს კიდევ ორი მაძიებელი მივიღეთ სკოლაში. სამი მაძიებლის მენტორი ვარ. მიხარია, რომ შევხვდი ასეთ მოტივირებულ ადამიანებს, მიხარია, რომ მასწავლებლის პროფესია ისევ მიმზიდველი ხდება, მიხარია, რომ პატარა წვლილი მეც შემაქვს ისეთ დიდ საქმეში, რასაც სწავლა-აღზრდას ეძახიან. ჩვენი თანამშრომლობა ახლა იწყება. აქ აისახება იმ საქმიანობის მცირე ნაწილი, რასაც მენტორის პოზიციაზე გავაკეთებ. წარმატება მისურვეთ. მეც ყველას გისურვებთ წარმატებას!
2014 წლის თებერვალი.მაძიებლები ტრენინგზე მასწავლებლის სახლში.
Комментариев нет:
Отправить комментарий