ტრენინგები





ონლაინ ტრენინგი, რომელიც ძალიან მომეწონა...



ანგარიში. 3, 4, 5 ოქტობბერი eTwinning ტრენინგი. 
დღე პირველი: ძალიან საინტერესო დღე იყო. დავიწყეთ საინტერესო მოთელვით: დავახასიათეთ საკუთარი თავი მესამე პირის სახელით. ასე გავიცანით ერთმანეთი. გავიხსენეთ Google Translate-ს გამოყენება. ვისწავლეთ eTwinnig  პორტალზე შესვლა და ნავიგაცია, პროფილის რედაქტირება. მოვძებნეთ პორტალზე პარტნიორები და დავიმეგობრეთ. გავუგზავნეთ შეტყობინებები ერთმანეთს და მოვძებნეთ აქტიური პროექტები. საშინაო დავალება: მოვამზადოთ ჩვენი სკოლის პრეზენტაცია PP.
დღე მეორე: დღეს განვიხილეთ Google Drive. გადავედით ახალ ინტერფეისზე, განვიხილეთ მისი მენიუ. შევქმენით Word დოკუმენტი და გადავუგზავნეთ მეგობრებს. ასევე გავიხსენეთ Google Form და შევქმენით თემატური კითხვარები. გავაკეთეთ პრეზენტაცია Google Drive-ში. ეს პრეზენტაცია ამ ბლოგზე დევს, პრეზენტაციების გვერდზე.
დღე მესამე: ტრენინგი დავიწყეთ მოთელვით:"ჩემზე ამბობენ", დავახასიათეთ საკუთარი თავი სხვისი გადმოსახედიდან. განვიხილეთ WORd ფაილის გადაყვანა PDF ფაილში. რადგან ჯერ არ გვაქვს აქტიური პროექტები, ვერ შევძელით Twinspace-ზე შესვლა, მაგრამ ვისწავლეთ იქ ნავიგაცია მეგობრების Twinspace-ზე დაკვირვებით. პორტალზე ვერაფრის ატვირთას ვერ შევძლებდით, ამიტომ შევედით ფორუმზე და დავაკომენტარეთ წამოჭრილი თემები. ასევე ჩვენი ჯგუფის სახელით ფორუმზე დავდეთ თემა,რომელზეც გამოხმაურებას მოუთმენლად ველოდებით. დღეს  უკვე 25   eTwinning-ის მეგობარი მყავს. დარწმუნებული ვარ, მალე პროექტებშიც ჩავერთვებით მე და ჩემი მოსწავლეები და ვითანამშრომლებთ ევროპელ თანატოლებთან. ძალიან საინტერესო პროექტები ვნახეთ პორტალზე და ვფიქრობ, რომ ჩვენი მოსწავლეები აუცილებლად შეძლებენ არ ჩამორჩნენ სხვა ქვეყნების მოსწავლეებს.
დიდი მადლობა ტრენერს, არაჩვეულებრივ ადამიანს და პროფესიონალს, ქალბატონ ნინო მოლაშხიას. ასევე მადლობა ჯგუფის წევრებს თანამშრომლობისთვის. ჩემი სკოლიდან (94 საჯარო) 4 მასწავლებელი ვიყავით. მგონი კარგი ტენდენციაა...






                     
                                   


  1. 2014წლის აპრილი.-ტრენინგი INTEL-ის კურსი"პროექტებით სწავლება"
  2.  2014 წლის 17-18 მაისი. სემინარი რუსული ენის მასწავლებლებისთვის. მასწავლებლის სახლი. ბაზალეთის კომპლექსი.
  3.  2014წლის. 2,3,4 ნოემბერი. eTwinnig-ტრენინგი. 51 სკოლა.
  4.  2013 წლის იანვარ-თებერვალი - რუსული ენის მასწავლებელების ტრენერთა გრძელვადიანი ტრენინგი.
  5.  2013წლის მაისი - ტრენინგი-"სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარება."
  6. 2013წლის სექტემბერი - ტრენინგი - "ისტ-ისგამოყენება სასწავლო პროცესში".
  7. 2013წლის სექტემბერი - ტრენინგ მოდული: მასწავლების პროფესიული განვითრება. თვითშეფასება და კოლეგების ურთიერთშეფასება.
  8.  2013 წლის ოქტომბერი - საგნობრივი ტრენინგი - "სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარება."-რუსული ენა.
  9.  2013 წლის ოქტომბერ-ნოემბერი (5.10; 18.10; 6.10; 21.10.)-სამუშაო შეხვედრები-ტრენინგი-"სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარება."
  10. 2013 წლის ნოემბერი - ტრენინგი- ისტ " მუშაობა მომავლის კლასში" Prometehean.
  11. 2013 წლის  13-14 ნოემბერი-ტრენინგი: " edmodo-ვირტუალური საკლასო ოთახი"
  12. 2013წლის 6,7,8 დეკემბერი. ტრენერთა სამუშაო შეხვედრა. მასწავლებლის სახლი.(წყალტუბო).
  13. 2013 წლის 13,14,15 დეკემბერი. ტრენერთა ტრენინგი. მასწავლებლის სახლი.
  14. 2013წლის 23 დეკემბერი.-ტრენინგი: "ვიდეო, როგორც სასწავლო რესურსი."



ანგარიშები და ფოტოები

 6. სკოლის ბაზაზე პროფესიული განვითარება
     ტრენინგი-შეხვედრები სკოლის ბაზაზე.


2013 წლის 19-20 ოქტომბერი


8. 2013 წლის  13-14 ნოემბერი-ტრენინგი: " edmodo-ვირტუალური საკლასო ოთახი"
ედმოდო-ვირტუალური საკლასო ოთახი


9. 2013 წლის 6,7,8 დეკემბერი.ტრენერთა სამუშაო შეხვედრა.წყალტუბო.




12. ინტელის ტრენინგის ერთი დღე. ტრენერი-მანანა კვინიკაძე.


13. მასწავლებლის სახლის ტრენერთა სკოლის ტრენინგი ტრენერებისთვის. 2014წ. ივნისი. გუდაური.










14.  მასწავლებლის სახლი. 
2014 წლისა 17-18 ივნისი. დაუვიწყარი ორი დღე... ბაზალეთის კომპლექსში ჩატარებული სემინარი რუსული ენის მასწავლებლებისთვის.
სემინარში ვმონაწილეობდი როგორც მოქმედი მასწავლებელი,( გამოცდილების გაზიარება), ასევე როგორც ტრენერი (აქტივობების პილოტირება).მასწავლებლები ღონისძიებით აღფრთოვანებულები დარჩნენ.დიდი მადლობა გამოითქვა მასწავლებლის სახლის ხელმძღვანელობის, კოორდინატორების, მენეჯერების და ტრენერების მისამართით. სურვილი კი ასე დააფიქსირეს: მსგავსი ღონისძიებები უფრო ხშირად უნდა ტარდებოდეს.


15. 2014 წლის ივლისი. თბილისი. სატუმრო "ბაზალეთი".მენტორ-მაძიებლების სამუშაო შეხვედრა. 








Комментариев нет:

Отправить комментарий