17.09.2016

ბლოგი-ელექტრონული რესურსი

ეს ბლოგი ერთგვარი ელექტრონული რესურსია ჩემთვის და ჩემი კოლეგებისთვის. ვცდილობ, სათქმელი გავუზიარო  მკითხველებს; მინდა, შეგვეძლოს ინფორმაციის გაცვლა. კარგი იქნება, ბლოგმა გეზი მისცეს მასწავლებლებს სხვადასხვა სტრატეგიების, მეთოდების და მიდგომების გასავითარებლად და დასახვეწად...
ჩემთვის მნიშვნელოვანია ნაცნობების და უცნობების, ზოგადად, მკითხველების აზრი ბლოგის, მისი თემატიკის, მისი შინაარსის და სტრუქტურის შესახებ. იმედია, ამ კითხვებზე პასუხი დამეხმარება ბლოგი უფრო აქტუალური, საინტერესო და პრაქტიკული გავხადო. მადლობას გიხდით თანამშრომლობისთვის.