N94 სკოლის კითხვის მოყვარულთა კლუბი"წიგნი+ერი"-კურატორი-ნ. ქილიფთარი
ჩემი სკოლის ბლოგი.N94 კლუბი ''წიგნი+ერი'' N94
კლუბი "წიგნი+ერი"ს თაოსნობით სკოლაში ლამაზი და საინტერესო ღონისძიება ჩატარდა. მოსწავლეთა დიდი ინტერესი გამოიწვია სკოლაში ჩატარებულმა კონკურსმა “რა? სად? როდის?”. მონაწილეობდა სკოლის 7 გუნდი. კონკურსს დამარცხებული გუნდი არ ჰყავს! თუმცა, გამარჯვებას ვულოცავთ მეთერთმეტე კლასელთა გუნდს “ნიკეა”ს, გუნდის კაპიტანი: ნათია გოგელია. კლასის დამრიგებელი-თეა სუმბაძე. ინტელექტუალთა გუდი ემზადება კონკურსისთვის ” ინტელექტის დღე”, რომელიც მთელი საქართველოს მასტაბით ჩატარდება. ვუსურვოთ წარმატება ჩვენი სკოლის ინტელექტუალებს.

2014 წლის ნოემბერში N94 საჯარო სკოლაში კითხვის მოყვარულათა კლუბი დაარსდა. დიდი ხანია ეს იდეა მქონდა და აი, განხორციელების დროც დადგა. კლუბი საგანმანათლებლო ხასიათისაა. აქვს საკუთარი წესდება, ლოგო და სლოგანი: "იკითხე მეტი, იქნები მეტი". კლუბის ხელმძღვანელი პედაგოგი გახლავართ მე,-ნარგიზ ქილიფთარი. კლუბის პრეზიდენტია ნათია გვრიტიშვილი. X კლასის მოსწავლე.
სსიპ ქალაქ თბილისის N94 საჯარო სკოლის კითხვის მოყვარულთა კლუბი ''წიგნი+ერი''.
კლუბის წესდება
- კლუბს აქვს საგანმანათლებლო ხასიათი;
- კლუბს აქვს საკუთარი ლოგო და სლოგანი;
- კლუბში გაწევრიანების უფლება აქვს სსიპ 94-ე საჯარო სკოლის V-XII კლასის მოსწავლეებს, აგრეთვე მასწავლებლებს და მშობლებს;
- კლუბის ყველა წევრი უნდა ესწრებოდეს შეკრებებს;
- კლუბის წევრს აქვს უფლება გარკვეული გარემოებების გამო გააცდინოს კლუბის შეკრაბა, მაგრამ არა სისტემატიურად.
- კლუბის ლიდერის, პრეზიდენტის არჩევნები ტარდება ყოველი სასწავლო წლის დასაწყისში;
- კლუბის ყველა წევრს აქვს უფლება დამოუკიდებლად დაწეროს პროექტი და მიიღოს მონაწილეობა სხვადასხვა აქტივობებში;
- კლუბის ყოველი წევრი ვალდებულია დაიცვას კლუბის წესდება;
- კლუბის წევრობის უფლება წევრს ჩამოერთმევა იმ შემთხვევაში, თუ: ა) არ დაიცავს წესდებას; ბ) არ შეასრულებს, ან თავს აარიდებს დაკისრებულ ვალდებულებებს; გ) არ მიიღებს მონაწილეობას პროექტის შექმნასა და ორგანიზებაში. კლუბი აქტიურია სოციალურ სივრცეში, აქვს თავის გვერდი და დახურული ჯგუფი.
ჯერ-ჯერობით მხოლოდ ესაა, იმედია გავაგრძელებ და სიახლეებს შემოგთავაზებთ ბლოგებზეც და ლემიზეც...
ОтветитьУдалить