პროფ.განვითარება- " სქემა".

2018-2019 სასწავლო წლის სამუშაო შეხვედრების ორგანიზება კოლეგებთან, გამოცდილების გაზიარება და პროფესიული ზრდის ხელშეწყობა. პირველი შეხვედრა.იანვრის, მეორე შევედრა მარტის თვეებში. 









2016 წელი სკოლაში პედაგოგთა პროფესიული განვითარების აქტივობით დაიწყო. 16 იანვარს კოლეგების საჭიროებების და სურვილის გათვალისწინებით, ჩავატარე ტრენინგი "სასწავლო პროცესის დაგეგმვა და შეფასება". საკითხი აქტუალური და საჭირო იყო;  სატრენინგო მასალამ და პრეზენტაციამ მსმენელები ძალიან დააინტერესა და ტრენინგი კითხვა-პასუხის რეჟიმშიც გაგრძელდა; პედაგოგებმა მიღებული მასალა საკუთარ პორტფოლიოებში მოათავსეს და აქტიურად გამოიყენებენ, როგორც კათედრაზე, ისე საკუთარი   გაკვეთილის დაგეგმვასა და მოსწავლეთა შეფასებაში.









სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების  პროგრამა 2015-2016 სასწავლო წელს გაგრძელდა "სასკოლო ქსელების" ჯგუფების შექმნით  და ჩვენი სკოლაც გაერთიანდა "სასკოლო ქსელში" N124, N131 და N82 საჯარო სკოლებთან ერთად. ჯგუფი თვეში ერთხელ შიდა შეხვედრას მართავს, სადაც განიხილავს სამოქმედო გეგმას, მუშაობს ახალ აქტივობებზე; ჯგუფის კონსულტანტი ქალბატონი ხათუნა ბარაბაძე თვეში ერთხელ ტრენინგ-კონსულტაციისთვის ხვდება ჯგუფის წევრებს და ისმენს ჩატარებული მუშაობის ანგარიშს; "ქსელის" ფარგლებში რამდენიმე საინტერესო აქტივობა დაიგეგმა და ჩატარდა; ესაა: გაკვეთილებზე დასწრება, სემინარეის ჩატარება, საიუბილეო კონცერტზე დასწრება, ლიტერატურული კაბინეტის გახსნის ღონისძიებაზე დასწრება; დაგეგმილი აქტივობებია  "მხიარული სტარტები და "ინტელექტუალთა ვიქტორინა" ' სასკოლო კლუბების და თვითმმართველობის მუშაობის გაცნობა და განზოგადება სკოლებს შორის და ბევრი სხვა. ეს კი "სასკოლო ქსელის" წევრებია. N124,N131, N82 და N94 საჯარო სკოლის პედაგოგები.

2014წლის 1-2 ნოემბერი. "შვიდკაცას"ტრენინგი N 124 სკოლაში.  " მასწავლებლის საჭიროებების დადგენა და პროფესიიული განვითარების დაგეგმვა".
ტრენერი-მაია ბაქრაძე.









2014წ.18 ოქტომბერი.
ტრენინგი კოლეგებისთვის...ისე შინაურულად...სკოლაN94. ლამაზი და ჭკვიანი მსმენელები...








და აქვე ერთ-ერთი კოლეგის ასეთი უკუკავშირი: 

დღევანდელი დღის ტრენინგი თბილისის 94-ე საჯარო სკოლაში. 
ტრენერი ქალბატონი ნარგიზ ქილიფთარი.
- ქალბატონმა ნარგიზმა კიდევ ერთხელ განიხილა ჩვენთან ერთად ეროვნული სასწავლო გეგმა,სასკოლო სასწავლო გეგმა,ვისაუბრეთ შეფასების სისტემაზე,განსაკუთრებით განმავითარებელი შეფასების მნიშვნელობაზე...ვისაუბრეთ მოტივაციის სახეებსა და ხერხებზე, თუ როგორ გავზარდოთ მოსწავლეში მოტივაცია , განვიხილეთ პრიორიტეტული კომპეტენციები(9 გამჭოლი კომპეტენცია) , საგნობრივი პროგრამები ,განსხვავება სილაბუსსა და წლიურ გეგმას - კურიკულიუმს შორის,ასევე შემაჯამებელ დავალებათა ტიპებზე.
დიდი მადლობა ქალბატონ ნარგიზს საინტერესო ტრენინგისთვის!

4.06. ინგლისურის გაკვეთილი მომავლის კლასში. მეექვსე კლასი. პედაგოგი რუსუდან ფარფალია. მოსწავლეებმა წარმოადგინეს ელექტრონული პრეზენტაცია და საკუთარი შემოქმედება- ძერწვა. გაუგზავნეს საზოგადოებას მესიჯები ცხოველთა სამყაროს სახელით-"გაგვიფრთხილდით, გადაშენების პირას ვართ!"









პედაგოგი ქეთი თოფურია და მისი მოსწავლეები. მოსწავლეებმა გვაჩვენეს რა ხდება კულისებში, ფარდის მიღმა. საინტერესო სპექტაკლები და ზღაპრების სცენები გააცნეს დამსწრე საზოგადოებას.









კოლეგების ურთიერთდასწრება მათი წარმატების საწინდარია.
ლელა გეთიაშვილის მატემატიკის გაკვეთილზე. მესამე კლასი.




დღეს კოლეგებს პროფესიული სტანდარტი და სქემაში ჩართვის დეტალები გავაცანი. ამ საკითხებისადმი პედაგოგების მხრიდან ინტერესი დიდია. მასწავლებლის სახლის მიერ დაგეგმილ შეხვედრებზე ყველა ვერ მოხვდა, ამიტომ ინტერესით მისმენდნენ და ბევრ კითხვას გაეცა პასუხი. 





ტრენინგი სკოლის ბაზაზე პროფ.განვითარება

ანგარიში
სკოლის ბაზაზე პროფესიული განვითარების ჯგუფის სამუშაო შეხვედრები ტრენერთან-ანგარიში.
2013წ. 5 ოქტომბერი
1). ჯგუფის ფუნქცია-მოვალეობების და მომავალი შეხვდრების გრაფიკის გაცნობა.
2). ინფორმაცია ორდღიანი საგნობრივი ტრენინგის შესახებ.
25 ოქტომბერი.
ჯგუფის წევრთა ანგარიში კათედრებზე მიმდინარე აქტივობების შესახებ და მათ მიერ დასახული კონკრეტული აქტივობა, რომლის განხორციელებას აპირებს ჯგუფი უახლოეს მომავალში.(კვლევა)
6 ნოემბერი.
1).სასწავლო-საგანმანათლებლო რესურსების კონკურსი და მისი კრიტერიუმები.
2).ბაზალეთის ტბაზე დაგეგმილი სემინარი .
3). ჯგუფის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების ანალიზი.

სკოლის ბაზაზე პროფესიულიგანვითარების ჯგუფის სამუშაო შეხვედრები-გეგმა
I.10 ოქტომბერი 2013წ.
შეხვედრის თემა- ჯგუფის სამომავლო გეგმები. ჯგუფის წევრებმა დავსახეთ მუშაობის გეგმა.კათედრებთან მუშაობის და თანამშრომლობის ფორმები.შეხვედრების გრაფიკი და აგრეთვე ურთიერთდასწრებების გრაფიკი.
II.16 0ქტომბერი.
შეხვედრის თემა: სკოლაში მასწავლებელთა პროფესიული განვითარების კუთხით საჭიროებების დადგენა. კითხვარის მომზადება.
III.23 ოქტომბერი.
საგნობრივ ტრენინგზე მიღებული ცოდნის გაზიარება კოლეგებისათვის კათედრების მიხედვით.
(პროექტზე დაფუძნებული გაკვეთილების შესახებ).
IV.30 ოქტომბერი. სკოლაში ჩატარებული კვლევის ანალიზი. დასკვნის და რეკომენდაციების შემიშვება.
V. 7 ნოემბერი.  საუბარი საგანმანათლებლო რესურსებზე და მათი მომზადების კრიტერიუმებზე მასწავლებლების ხელით შექმნილი რესურსების მნიშვნელობაზე. კათედრებზე საგანმანათლებლო ესურსების მოძიება და კოლეგებისთვის გაზიარება.

Комментариев нет:

Отправить комментарий